საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია XIX-XX საუკუნეების დოკუმენტები საქართველოსა და ამიერკავკასიაში მცხოვრები გერმანელების შესახებ.
საქართველოში გერმანელები 1817 წლიდან დასახლდნენ და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.
წინამდებარე კატალოგში წარმოდგენილია საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, რომელიც ეხება:
გერმანული კოლონიების დაარსებას;კოლონიების მმართველობის სტრუქტურას;მიწათმფლობელობის საკითხებს;საკომლო აღწერას;მემკვიდრეობის განაწილებას;განათლების სისტემას;სასწავლო პროცესს;სკოლებისა და სასწავლებლების მშენებლობას;ევანგელისტ-ლუთერანი მრევლის საქმიანობას;მისიონერთა მოღვაწეობას;ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების მშენებლობას;თბილისში წმ. პეტრე-პავლეს სახელობის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის მშენებლობას; ევანგელისტ-ლუთერანი მრევლის დამხმარე სალაროს თბილისის საოლქო კომიტეტის საქმიანობას.
საარქივო ფონდებში აგრეთვე დაცულია გერმანელთა დაბადების, ნათლობის, ქორწინების, გარდაცვალების მოწმობები.
კატალოგი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, გაეცნონ უნიკალურ დოკუმენტს და მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია.