X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 2025 - საქართველოს ეროვნული არქივი

X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 2025

X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებსX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა თეზისების მიღებას.

კონფერენცია გაიმართება2025წლის25-27სექტემბერს და მიეძღვნება მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლისთავს

კონფერენციის მიზანი:

  • სამეცნიეროსიახლეების თავმოყრა;
  • ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება;
  • ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა;
  • კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება;
  • ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  • ფილოლოგია(კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა);
  • ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია;
  • ხელოვნებათმცოდნეობა(გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, არქიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია);
  • კულტუროლოგია(მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია);
  • ციფრული ესთეტიკა და დიზაინი;
  • ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები;
  • კონსერვაცია-რესტავრაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრებსა და დოქტორანტებს.
  • მაგისტრებისა და დოქტორანტების შემთხვევაში აუცილებელია რეკომენდატორის მითითება, საკონტაქტო ინფორმაციით (რეკომენდატორის აკადემიური ხარისხი, მეილი, ტელეფონი).
  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე.
  • თეზისების მოცულობა (თითოეულ ენაზე) არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

მნიშვნელოვანი თარიღები: თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 26 ივლისი.

თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების დაგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 სექტემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყველა შემოსული განაცხადი გაივლის ანონიმურ რეცენზირებას.

ინსტრუქცია:

გთხოვთ, შეავსოთსარეგისტრაციო ფორმადა გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conferences@archives.gov.ge.

იხილეთთეზისების შედგენისა და გაფორმების წესი

დამატებითი ინფორმაცია:

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდებაეროვნული არქივის საიტზე.