ვიდეორგოლები - საქართველოს ეროვნული არქივი

ვიდეორგოლები

პროექტი ითვალისწინებს 2023-24 წლების განმავლობაში 1921-24 წლების მოვლენების შესახებ ვიდეორგოლების მომზადებას, რომელიც გამოქვეყნდება ამ გვერდზე

1. „პირველი 26 მაისი ოკუპირებულ საქართველოში“

როგორ აღინიშნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. ისტორიას მოგვითხრობენ ისტორიკოსები, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომლები: ლევან ჯიქია და დიმიტრი სილაქაძე. ვიდეორგოლი პირველი ჩანაწერია ციკლიდან, რომელიც 1921-24 წლებში ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას ეძღვნება.

2. „ვებრძოდით, ვებრძვით და ვებრძოლებით!“

როგორ შეხვდნენ იოსებ ჯუღაშვილს, სტალინს, თბილისის მუშათა სასახლეში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან რამდენიმე თვეში, 1921 წლის 6 ივლისს. ქართველი ხალხის ნეგატიური განწყობა, რაც მაშინდელმა პრესამ არ გააშუქა, შემოინახეს საარქივო დოკუმენტებმა

ისტორიას მოგვითხრობენ ისტორიკოსები, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომლები: ლევან ჯიქია და დიმიტრი სილაქაძე.