ცნობა რეპრესირებისა და რეაბილიტირების შესახებ - საქართველოს ეროვნული არქივი

ცნობა რეპრესირებისა და რეაბილიტირების შესახებ

რეპრესირებისა და რეაბილიტირების შესახებ ცნობის ვადა და საფასური

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 15 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 20 ლარი; განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 25 ლარი; განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 30 ლარი; განაცხადის შეტანის დღეს - 35 ლარი.

ვის მივმართო არქივში დაცული დოკუმენტებიდან რეპრესირების , ,,განკულაკების" ან რეაბილიტირების შესახებ ცნობის მისაღებად?

არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, ეროვნული არქივის ან/და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობა; მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

რა ტიპის ინფორმაციაა დაცული საქართველოს ეროვნულ არქივში რეპრესირებასა და რეაბილიტაციის საკითხზე?

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ინფორმაცია: 1922-1933 წწ. კერძო პირთათვის საკუთრების (შენობა, მიწა, საწარმო, ტრანსპორტი და ა.შ.) ჩამორთმევისა და ხელისუფლების ადგილობრივი ან ცენტრალური ორგანოების განკარგულებაში გადაცემის შესახებ; 1924-1935 წწ.  სოფლად მსხვილი გლეხური მეურნეობის მფლობელთათვის ქონების (სახლი, საქონელი, საარჩევნო ხმა) ჩამორთმევის შესახებ; 1937 წელს  რეპრესირებულ მოქალაქეთა რეაბილიტაციის შესახებ.

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს არქივში დაცული დოკუმენტებიდან რეპრესირებისა და რეაბილიტირების შესახებ ცნობის გამოთხოვა?

აღნიშნული ცნობა დაგეხმარებათ რეპრესირებულ პირთა შესახებ ინფორმაციის მოძიებაში.