განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 25 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 35 ლარი; განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 40 ლარი; განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 45 ლარი; განაცხადის შეტანის დღეს - 50 ლარი.
არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, ეროვნული არქივის ან/და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობა; მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).
ცნობა დაგეხმარებათ ქონების დამტკიცებასა და სხვადასხვა იურიდიული ფაქტის დადგენაში.
1935-2005 წლების საკომლო წიგნები