ცნობა დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების შესახებ - საქართველოს ეროვნული არქივი

ცნობა დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების შესახებ

რა ტიპის ინფორმაცია არის დაცული საქართველოს ეროვნულ არქივში?

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია: 1818-1935 წწ. საქართველოში დაბადებულ მოქალაქეთა შესახებ (მათ შორის სომხურ ეკლესიებში 1862-1921 წწ. კათოლიკურ ეკლესიებში 1796-1922 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაულ სინაგოგებში 1871-1921 წწ.)საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები; 1818-1935 წწ. საქართველოში გარდაცვლილ მოქალაქეთა შესახებ საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები; 1818 - 1935 წწ. საქართველოში დაქორწინებულ მოქალაქეთა შესახებ (მათ შორის სომხურ ეკლესიებში 1862-1921 წწ. კათოლიკურ ეკლესიებში 1796-1922 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაულ სინაგოგებში 1871-1921 წწ.) საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები; 1921-1935 წწ. საქართველოში განქორწინებულ მოქალაქეთა და უმაღლესი სასამართლოს მიერ 1939-1970 წწ. გაუქმებულ ქორწინებთა სააქტო ჩანაწერები; 1871-1921 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაული სინაგოგების მეტრიკული წიგნები ებრაელ მოქალაქეთა განქორწინების შესახებ.

დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების დამადასტურებელი ცნობის გაცემის ვადა და საფასური

დაბადების რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება: განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 10 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში  - 15 ლარი; განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში  - 20 ლარი; განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში  - 25 ლარი; განაცხადის შეტანის დღეს  - 30 ლარი. გარდაცვალების რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება: განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 10 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში  - 15 ლარი; განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში  - 20 ლარი; განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში  - 25 ლარი; განაცხადის შეტანის დღეს  - 30 ლარი. ქორწინების  რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება: განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 10 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში  - 15 ლარი; განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში  - 20 ლარი; განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში  - 25 ლარი; განაცხადის შეტანის დღეს  - 30 ლარი. განქორწინების  რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება: განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 10 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში  - 15 ლარი; განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში  - 20 ლარი; განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში  - 25 ლარი; განაცხადის შეტანის დღეს  - 30 ლარი.

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს არქივში დაცული დოკუმენტებიდან დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების შესახებ ცნობის გამოთხოვა?

აღნიშნული ცნობა დაგეხმარებათ პირადობის მოწმობის აღებაში, მემკვიდრეობის მიღებაში, გვარის გენეალოგიის დადგენასა და დაზუსტებაში.

ვის მივმართო არქივში დაცული დოკუმენტებიდან დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების შესახებ ცნობის მისაღებად?

არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, ეროვნული არქივის ან/და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობა; მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს). აღნიშნული ცნობების მიღება შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმშიც, ამისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/9/service/272