საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების უმრავლესობა წარმოადგენენ ქაღალდის ფუძეზე არსებულ, ძირითადად წერილობით დიკუმენტებს. მათი მიგრაცია ციფრულ ფორმატში ინფორმაციის დაცვის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი და შესაბამისად მუდმივი შენახვის გარანტიაა. ამასთან, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები ელექტრონულ დოკუმენტებთან მიღწევადობის გამარტივების და გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულ არქივში 2011 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მქონე და ყველაზე ხშირად გამოყენებადი საარქივო ფონდების დიგიტალიზაციის პროექტი.
მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შემდეგი ფონდების დიგიტალიზაცია:
ელექტრონული დოკუმენტები იწარმოება შემდეგი პარამეტრებით:
რეზოლუცია | ფორმატი | ფერთა სიღრმე | |
სადაზღვევო ფონდი | 300 ppi | TIFF 6.0 uncompressed | 24 bit - RGB |
გამოყენებითი ფონდი | 200 ppi | JPG - 70% | 24 bit - RGB |
მოცემულ ეტაპზე ეროვნულ არქივში დასკანერდა დაახლოებით 1 500 000 საარქივო დოკუმენტი.
დიგიტალიზაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
დასასკანერებელი საარქივო ფონდების მომზადება სკანირებისათვისგანსაზღვრული გეგმის და პროექტის მიხედვით ხდება საარქივო დოკუმენტების გამოყოფა, აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში ლაბორტორიული დამუშავება |
საარქივო მასალის სკანირება სკანირების პროცესი და გარემო მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების (NARA) მიხედვით |
დასკანირებული ფაილების ტექნიკური დამუშავება და არქივირება დასკანირებული მასალა გადის რამდენიმეეტაპიან ტექნიკურ რევიზიას და დამუშავებას, კერძოდ:
|
ანოტირება საარქივო დოკუმენტების აღწერა არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) მიერ მიღებული საერთაშორისო სტანდარტების (ISAD, ISAAR, ISDF, EAD) მიხედვით |
ელექტრონულ კატალოგში მასალის პუბლიკაციადასკანირებული დოკუმენტების და მათი ანოტაციების საარქივო დოკუმენტების ელექტრონულ რეესტრში და სხვადასხვა საერთაშორისო კატალოგებზე (APEnet, EUROPEANA და სხვა) განთავსება ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით |