საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით 2024 წლის 17-20 სექტემბერს გაიმართება თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი.
ფესტივალის პროგრამაფესტივალი ჩატარდება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველოს 0160).
2024 წლის ფესტივალის თემა – „კინო – ისტორიის მემატიანე“
ფესტივალზე საჩვენებლად წარდგენილია 14 ქვეყნის საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული კინოდოკუმენტები, რომლებიც ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას ასახავს.
2024 წლის კინოფესტივალის სიახლე იქნება პანელდისკუსიის სექცია, რომელიც კინოინსტიტუციების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, შეხედულებები და პერსპექტივები კინოარქივების მნიშვნელობისა და სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ.
პანელდისკუსიის თემაა „კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული იდენტობა და სოციალური კონტექსტი“
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფესტივალის ელექტრონული ფოსტის მისამართზე TIAFF@archives.gov.ge ან დარეკეთ ნომრებზე:
(+995) 577 340576 გიორგი კაკაბაძე – ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი;
(+995) 577 340570 სოფიო ჯობავა – საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.