თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს განაცხადების მიღებას თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად
საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით 2023 წლის 4-7 ოქტომბერს გაიმართება თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი ჩატარდება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველოს 0160).
2023 წლის ფესტივალის თემა – „კინოარქივების საგანძური“
შესაბამისად, ფესტივალზე საჩვენებლად შესაძლებელია წარდგენილი იყოს საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული საგანძური – ერთი ფილმი ან ფილმების პროგრამა (დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაცია, კინოჟურნალი, კინოსიუჟეტი და სხვა). ფესტივალის თემატიკა ყოველწლიურად შეიცვლება.
მაქსიმალური ქრონომეტრაჟი - 1 საათი.
ფესტივალში მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ გამართონ პრეზენტაციები (მაქსიმუმ 15 წუთი).
თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმადა მასალა (რაც მოთხოვნილია განაცხადის ფორმაში) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: TIAFF@archives.gov.ge ან მატერიალური ფორმით (HDD, BlyRay, Flash Drive) მისამართზე: საქართველოს ეროვნული არქივი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველო 0160.
განაცხადისა და მასალის გამოგზავნის ბოლო ვადა - 2023 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფესტივალის ელექტრონული ფოსტის მისამართზე TIAFF@archives.gov.ge ან დარეკეთ ნომრებზე:
(+995) 577340576 გიორგი კაკაბაძე – ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი;
(+995) 577340570 სოფიო ჯობავა – საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.