საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა
2018 წელს ერთი საუკუნე შესრულდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან. ამ კონკრეტულ საიუბილეო თარიღს არა აქვს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია და ის კულტურულ-პოლიტიკური მემკვიდრეობა, რაც ჩვენ ამ პერიოდიდან შემოგვრჩა, მხოლოდ ნაწილობრივა არის შესწავლილი.
საიუბილეო წელსა და გაზრდილ ინტერესთან ერთად, აუცილებელია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის ბევრი უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხის კვლევა, დასკვნების გამოტანა და გააზრება.
აღნიშნული პერიოდის კვლევის პროცესში მნიშვნელოვანია იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში კვლევის სფეროდ გაიხადონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. აუცილებელი ამ ახალგაზრდებმა, თავიდანვე სწორად დაიწყონ მუშაობა და საკუთარი ნაშრომები შექმნან საარქივო პირველწყაროებზე დაყრდნობით, რაც ზოგადად კვლევისას ყველაზე ძვირფას და საჭირო მასალას წარმოადგენს.
ეროვნული არქივისათვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა მკვლევართა ხელის შეწყობა და მათთვის პირველწყაროების ძებნისა და კვლევისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავება, ძიებისას სწორი მიმართულების მითითება, ამიტომ უკვე აღნიშნული პროექტი 2019 წელს მეორედ განხორციელდა.
იხილეთ 2018-2019 წლების პროექტში გამარჯვებული სტუდენტების კვლევა:
ლაშა ჩანტლაძე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტი - „დუშეთის მაზრის 1918 წლის ბოლშევიკური აჯანყება“
ქეთევან სიხარულიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - „გურიის ბოლშევიკთა 1919 წლის აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ“ირაკლი სილინი, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობა 1918 წელს.