საქართველოს ეროვნულმა დააფუძნა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“
თანამედროვე სამყარომ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ჰუმანიტარული მეცნიერებები, ახალ გამოწვევებს კი ინოვაციური გადაწყვეტილებები და არასტანდარტული ხედვა სჭირდება. ბოლო დროს წინა პლანზე წამოიწია ტექნიკური ხასიათის დისციპლინებმა, ჰუმანიტარული მეცნიერებების ძველ სტანდარტებს კი დიგიტალური ჰუმანიტარია და ინტერდისციპლინური კვლევები ანაცვლებს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია კლასიკური ჰუმანიტარიისა და თანამედროვე მიდგომების სინთეზი.
ეროვნული არქივი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების ხელშეწყობას, მათი პროფესიული განვითარებისთვის ნიადაგის შექმნას. საერთაშორისო კონფერენცია „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“ ეროვნული არქივის მიერ საფუძვლიანად შემუშავებული პლატფორმით ახალგაზრდებისათვის საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვისა და მათთვის ასპარეზის შექმნის ერთ-ერთი მცდელობაა.
კონფერენციის მიზანია სტუდენტების - მომავალი მეცნიერების – ხელშეწყობა; სამომავალო კვლევების წასახალისებლად სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება გამოცდილებისა და პრაქტიკული მუშაობის თავისებურებების გასაზიარებლად; მომავალი მეცნიერებისთვის ახალი გამოწვევების შესაბამისად ახალი სტანდარტების ჩამოყალიბება.
პირველი კონფერენცია 2020 წლის ნოემბერში ონლაინფორმატში გაიმართა.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:
ძირითადი მოთხოვნები:
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1
www.archives.gov.ge
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.: +995 322 37 28 01
+995 577 13 03 80
ელ. ფოსტა: conferences@archives.gov.ge
იხილეთ კონფერენციის პროგრამა