საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია სახელმწიფო ორგანიზაციათა საბუღალტრო მასალები, რომლის მიხედვითაც გაიცემა შესაბამის ორგანიზაციაში პიროვნების სამსახურში მიღება-გათავისუფლებასა და შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცნობები.
განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში: 1-დან 5 წლამდე - 15 ლარი; 5 -დან 15 წლამდე - 30 ლარი; 15-დან ზემოთ - 50 ლარი. განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში: 1-დან 5 წლამდე - 30 ლარი; 5 -დან 15 წლამდე - 60 ლარი; 15-დან ზემოთ - 100 ლარი.
არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, ეროვნული არქივის ან/და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობა; მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).
შრომითი სტაჟის შესახებ ცნობა დაგეხმარებათ საპენსიო და სხვა სოციალური სუბსიდიების მიღებაში.