შიდა კონტროლის განყოფილება - საქართველოს ეროვნული არქივი

შიდა კონტროლის განყოფილება

განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

  • ეროვნული არქივის სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების, დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
  • ეროვნული არქივის სისტემაში დასაქმებულთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, საჩივრებისა და ინფორმაციის შესწავლა-შემოწმება და შესაბამისი რეაგირება;
  • სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
  • ეროვნული არქივის სისტემაში დასაქმებულთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების მიხედვით შესაბამისი რეაგირება.