შესყიდვების სამსახური - საქართველოს ეროვნული არქივი

შესყიდვების სამსახური

სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ეროვნული არქივის სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ყველა სახის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა;
  • სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად;
  • "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით მიმწოდებელის შერჩევა და მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება;
  • სააგენტოსთვის განხორციელებული შესყიდვის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
  • სატენდერო კომისიის სხდომების ჩასატარებლად აუცილებელი საორგანიზაციო საქმიანობა.