საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება - საქართველოს ეროვნული არქივი

საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება

განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • ეროვნული არქივის საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფა და კოორდინაცია:

ა) ეროვნული არქივის ურთიერთობების კოორდინაცია საერთაშორისო, საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო პროფესიულ ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;ბ) ეროვნული არქივის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება;გ) ეროვნული არქივის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ან/და შესრულების კოორდინაცია;დ) წინადადებების მომზადება ეროვნული არქივის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესახებ;ე) ეროვნულ არქივში უცხო ქვეყნების საარქივო დაწესებულებების დელეგაციათა ვიზიტებისა და უცხოელ მკვლევართა მუშაობის ორგანიზება;ვ) ეროვნული არქივის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინების ორგანიზაცია, საერთაშორისო პროფესიული ორგანოების მუშაობის, სამეცნიერო და სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობის კოორდინაცია.

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება ეროვნული არქივის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე:

ა) საზოგადოების ინფორმირება ეროვნული არქივის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე;ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის დამყარება, ჟურნალისტებისათვის დახმარების გაწევა პროფილური ინფორმაციის მოგროვებაში, მისი სიზუსტისა და სანდოობის განსაზღვრაში;გ) ინფორმაციის (მათ შორის პრესრელიზების) მომზადება და გავრცელება ეროვნული საარქივო ფონდის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების, აგრეთვე, ეროვნული არქივის საქმიანობის საკითხებზე;დ) ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულების - ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების - ადგილობრივი არქივების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;ე) საქართველოს ეროვნული არქივის ოფიციალური სოციალური გვერდების შექმნა და მართვა ქსელებში, ასევე, ეროვნული არქივის ოფიციალური ვებგვერდის განახლება;ვ) ეროვნულ არქივთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული სიუჟეტებისა და პუბლიკაციების შეგროვება და ანალიზი;ზ) ეროვნული არქივის საიმიჯო მასალების მომზადების კოორდინაცია.