XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი არქიტექტურა თბილისში
წიგნში წარმოდგენილი და გაანალიზებულია საარქივო მასალა 1850-1920-იან წლებში თბილისში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთი ნაწილის არქიტექტურის შესახებ. კვლევას საფუძვლად უდევს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა - შენობების საპროექტო დოკუმენტები, გრაფიკული და წერილობითი მასალა, ფოტოები.
პუბლიკაციის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელი თამთა შონვაძე.
გამოცემა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.