საქართველოს პირველი რესპუბლიკა - საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს პირველი რესპუბლიკა

წიგნში წარმოდგენილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა.ალბომი რამდენიმე ბლოკად არის დაყოფილი: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა;საგარეო ურთიერთობები;შეიარაღებული ძალები;საზოგადოებრივი ცხოვრება და ხარიტონ შავიშვილი. ავტორ-შემდგენლები: ბექა კობახიძე, დიმიტრი სილაქაძე, ანტონ ვაჭარაძე. ზომა: 31X24 სმ. გვერდების რაოდენობა: 143 გვ. ყდა: მაგარი გარეკანი