ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყებები საქართველოში
დოკუმენტების კრებულში „ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყებები საქართველოში. 1921-1924. ნარკვევი. დოკუმენტები“ (შემდგენლები: ლევან ჯიქია და დიმიტრი სილაქაძე) შესულია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი დოკუმენტები, რომლებიც ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან:
-
1921 წელს საქართველოში დაწყებული პოლიტიკური რეპრესიების შესახებ;
-
საქართველოში ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის ფორმებზე (მშვიდობიანი მანიფესტაციები, საბჭოთა ხელისუფლებისთვის პეტიციის წარდგენა, მიმართვა მსოფლიო თანამეგობრობას, რეფერენდუმის მოთხოვნა, შეიარაღებული აჯანყებები და სხვა);
-
საქართველოს ემიგრანტულ მთავრობასა და საქართველოში იატაკქვეშეთში მომუშავეთა კომუნიკაციაზე;
-
1924 წლის აჯანყებისთვის მზადების პროცესზე;
-
საბჭოთა ხელისუფლების აგენტ-ინფორმატორთა ქსელზე;
-
1924 წლის აჯანყების მარცხის შემდეგ ხელისუფლების მიერ გამოყენებულ რეპრესიის მეთოდებზე და ა. შ.