საისტორიო ცენტრალური არქივის სტრუქტურული ერთეული სამეცნიერო მეთოდიკური მუშაობისა და დაკომპლექტების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა არქივში თავმოყრილი მასალის კვლევა და მათი ექსპერტიზა, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოვლენა, ახალი დოკუმენტების მიღება და მათი სისტემატიზაცია. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად განყოფილება ახორციელებს შემდეგ საქმინობას:
სამეცნიერო-ტექნიკური მუშაობა:
დოკუმენტების მიღება და შესაბამისი წესით ფონდირება:
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განყოფილებამ დაასრულა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციის ისტორიის ამსახველი, ე.წ. „ჰარვარდის“ და „ლევილის“ კოლექციებიდან პირადი წარმოშობისა და მმართველობითი ტიპის დოკუმენტების ფონდირება;
განყოფილებაში მიმდინარეობს ელექტრო ნუსხების მომზადება შესაბამისი თემატიკის მიხედვით;
არქივში დამუშავდა პირველი ელექტრონული ფონდი - 1920 წელს თბილისში ვიზიტად მყოფი მეორე ინტერნაციონალის წევრის, ბელგიელი დიპლომატის, კამილ ჰიუსმანსის საქართველოსთან მიმართებაში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტების ელექტრონული ასლები, რომლებიც არქივს ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტმა გადმოსცა. ეროვნული არქივი სამომავლოდაც გააგრძელებს დოკუმენტების ელექტრონული სახით მიღებას და მათი შესაბამისი დამუშავებას;
განყოფილების სამომავლო გეგმას წარმოადგენს ქართველი ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის, სიმონ ჯანაშია პირადი ფონდის დამუშავება; საქართველო იმერეთის-სინოდის კანტორის დოკუმენტების მიხედვით XIX საუკუნესა და XX საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში არსებულ ეკლესიებზე ინფორმაციის გამოვლენა.