საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი მდებარეობს ეროვნული არქივის შენობაში (ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1/პეკინის გამზ. N40), შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან.
კინოთეატრის სამუშაო განრიგი:
ა)სამუშაო დღეები - სამშაბათიდან კვირის ჩათვლით;
ბ) სამუშაო საათები - არანორმირებული;
გ) დასვენების დღე - ორშაბათი (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).
კინოთეატრის ძირითადი დანიშნულებაა ეროვნული საარქივო ფონდის კუთვნილი კინოფილმების პოპულარიზაცია/ჩვენება, არაკომერციული კინოჩვენებების მოწყობა.
კინოჩვენებების და სხვა ღონისძიებების მოწყობა შესაძლებელია როგორც საფასურით, ასევე უფასოდ (მათ შორის, ეროვნული არქივისა და ფიზიკური ან იურიდიული პირების ერთობლივი პროექტების ფარგლებში).
კინოთეატრით სარგებლობის საფასურები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის - მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“.
კინოსეანსის ბილეთების შეძენა შესაძლებელია კინოთეატრის სალაროში: ერთი ბილეთის საფასური - 5.00 ლარი (საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის მე-20 პუნქტი).
კინოსეანსის ბილეთებზე 50% შეღავათით სარგებლობენ შემდეგი პირები (საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 და მე-17 პუნქტები):
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
ე) იძულებით გადაადგილებული პირები;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
ზ) მოსწავლეები, სტუდენტები და პენსიონერები.
ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კინოთეატრით სარგებლობის (იჯარის) საფასური შეადგენს - ერთი დღე - 900.00 ლარი, ერთი საათი - 300.00 ლარი (საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით "ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების შესახებ დამტკიცებული დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის მე-19 პუნქტი).