საქართველოს ეროვნული არქივი საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“2025/2026 სასწავლო წელს ჩვეული ფორმატით, „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური კონკურსის სახით გაიმართება.
წლევანდელ საკონკურსო თემატიკაში, 1918-1921 წლების გარდა, კვლავ რჩება 1921-1924 წლების ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის შესახებ მასალა.
პროექტი შემდეგ ეტაპებად იყოფა:
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VIII-XI კლასის მოსწავლეებს.ვიქტორინა გაიმართება სკოლების მიერ წარმოდგენილ გუნდებს შორის. გუნდები დაკომპლექტებული უნდა იყოს ხუთ-ხუთი მოთამაშისგან (კაპიტნის ჩათვლით). თითოეული სკოლიდან წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი გუნდი.
ნახევარფინალსა და ფინალს დაესწრება და შეაფასებს ჟიური, რომლის მიერ ქულების შეჯამების პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდება. ვიქტორინის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში (გამარჯვებული სკოლა, მეორე ადგილი, მესამე ადგილი და ა.შ.) გამოვლინდებიან და პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
კონკურსის მნიშვნელოვანი თარიღები:
• პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება - 2026 წლის თებერვალი (დასრულებულია);
• სკოლების მიერ სარეგისტრაციო ანკეტების შევსება და მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა - 2026 წლის 2-20 მარტი (მიმდინარეობს);
• ეროვნული არქივის მიერ რეგისტრირებული სკოლებისთვის ვიქტორინის დებულებისა და მოსამზადებელი ლიტერატურის გაგზავნა - 2026 წლის 23-30 მარტი;
• ნახევარფინალური ტურის ჩატარება - 2026 წლის 2 მაისი;
• ფინალური ტურის ჩატარება და გამარჯვებულთა დაჯილდოება - 2026 წლის 23 მაისი.
კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა სკოლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რისთვისაც შევსებული სარეგისტრაციო ანკეტა 2026 წლის 2-დან 20 მარტის ჩათვლით უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:
nbadashvili@archives.gov.ge;dsilakadze@archives.gov.ge.
პროექტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზეwww.archives.gov.ge.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება - 2 372803; დიმიტრი სილაქაძე - 598 509 745, ნინო ბადაშვილი - 571 775 774;
დანართი:სარეგისტრაციო ანკეტა.