საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.
2014/2015 - 2016/2017 სასწავლო წლებში გამართულმა პროექტმა საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია. თავდაპირველად, პროექტში მონაწილეობას მხოლოდ თბილისის სკოლები იღებდნენ, რასაც 2016/2017 წლებში რუსთავის, მცხეთის, გორის, კასპის და დუშეთის სკოლები დაემატა, ხოლო 2017/2018 სასწავლო წელს პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლები მოიცვა.
პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ შემდეგ ეტაპებად დაიყო:
1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრების დახმარებით სკოლებში პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. იმავდროულად ეროვნული არქივის საიტზე განთავსდა განაცხადი პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიღებისა და საკონკურსო პირობების შესახებ.
2) პროექტში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა სპეციალური ანკეტები (განაცხადები) შეავსეს და განსაზღვრულ ვადაში მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნეს.
3) პროექტში რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიგზავნა რეგისტრირებული სკოლებისთვის მოსამზადებელი ლიტერატურისა და ვიქტორინის დებულების ელვერსიები.
4) ვიქტორინის ნახევარფინალური ეტაპი „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ერთდროულად ჩატარდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და ნახევარფინალურ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალქულიანი 50 ფინალისტი სკოლა გამოვლინდა.
5) ფინალური ეტაპი თბილისში ჩატარდა; გამოვლინდა სამი გამარჯვებული სკოლა. პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის.
ვიქტორინა გაიმართა სკოლების მიერ წარმოდგენილ გუნდებს შორის შეჯიბრის ფორმით. თამაშში მონაწილეობა მიიღეს, კაპიტნების ჩათვლით, ხუთი ძირითადი მოთამაშისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა. გუნდებს უფლება ჰქონდათ ჰყოლოდათ ერთი სათადარიგო მოთამაშე (სავალდებულო იყო ამის შესახებ ინფორმაციის მითითება ანკეტაში).
ღონისძიება შეაფასა ჟიურიმ. ჟიურის მიერ ქულების შეჯამების პროცესი იყო გამჭვირვალე. ვიქტორინის გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში (გამარჯვებული სკოლა, მეორე ადგილი, მესამე ადგილი და ა.შ.). ღონისძიებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებითა და სიგელებით.
პროექტის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო 2019 წლის იანვარში, ნახევარფინალური ტური ჩატარდა 2019 წლის 18 აპრილს.
იხილეთ შედეგები
ღონისძიების დასკვნითი ეტაპი და დაჯილდოება 2019 წლის 22 მაისს გაიმართა.
იხილეთ შედეგი
იხილეთ ლიტერატურა, რომლის მიხედვითაც მომზადდა საკონკურსო კითხვები: