„ქართლ-კახური გალობა“. I ნაწილი. ნაბეჭდი. 1897 წელი - საქართველოს ეროვნული არქივი

„ქართლ-კახური გალობა“. I ნაწილი. ნაბეჭდი. 1897 წელი

ვასილ კარბელაშვილის შედგენილი „ქართლ-კახური გალობა“ „კარბელაანთ კილოთი“ 1897 წელს დაიბეჭდა.

„ქართლ-კახური გალობა არის ის წყნარი, აუჩქარებელი, დინჯი, შეუდრეკელი, მდორი, გულ-ჩათხრობილი, გულ-მხურვალებით აღსავსე გრძნობა-ვედრება უზენაესადმი, რომელიც ჰხატავს ერის მაღალზნეობითს აღსავსე სულიერს სიმდიდრეს, - რომელმაც ათას ხუთას ოთხმოც წელიწადში გამოატანინა თავი ქართველობას და არადროს არ აგმევინა მას სჯული ქრისტესი“, - წერს ავტორი წიგნის შესავალში.

აქვე ვასილ კარბელაშვილი აღწერს იმ შრომას, რაც ქართლ-კახური გალობის ნიმუშების შეგროვება-ჩაწერისათვის იყო გაწეული, საუბრობს ქართული გალობის ისტორიასა და განვითარებაზე.