„ერთხმიანი ქართული საეკლესიო გალობა“, ნაბეჭდი. 1907 წელი
„ერთხმიანი ქართული საეკლესიო გალობა“ 1907 წელს პოლიევქტოს კარბელაშვილის რედაქციით დაიბეჭდა.
გამოცემაში შეტანილი საგალობლები ნოტებზე ფილიმონ კარბელაშვილის მიერ იყო გადატანილი. წიგნი სპეციალური კომისიის მიერ სასულიერო სემინარიაში ქართული საგალობლების სახელმძღვანელოდ იყო დამტკიცებული.