საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს თეზისების მიღებას VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე
„არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“
კონფერენციის პარტნიორია აშშ-ს საელჩო საქართველოში.
კონფერენცია შერეულ ფორმატში - რეალურ და ონლაინფორმატში გაიმართება 2022 წლის 8-10 სექტემბერს და ეძღვნება საქართველოს დიპლომატიურ სივრცეში დაბრუნების 30 წლისთავს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცალკე სექცია მიეძღვნება საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიისა და კავკასიაში დიპლომატიის ისტორიის საკითხებს.
კონფერენციის მიზანი:
- სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა;
- ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება;
- ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა;
- კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება;
- ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ფილოლოგია (კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა);
- ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია;
- ხელოვნებათმცოდნეობა (გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, არქიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია);
- კულტუროლოგია (მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია);
- ციფრული ესთეტიკა და დიზაინი;
- ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები;
- კონსერვაცია-რესტავრაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს;
- საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;
- თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
- კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- თეზისების წარდგენის ბოლო ვადა - 2022 წლის 1 ივლისი.
- თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების დაგზავნის ბოლო ვადა – 2022 წლის 22 ივლისი.
შემოსული თეზისები გაივლის ანონიმურ რეცენზირებას.
კონფერენციის მონაწილეთა თეზისები აიტვირთება ამ გვერდზე.
გთხოვთ, შეავსოთსარეგისტრაციო ფორმადა გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:conferences@archives.gov.ge.
იხილეთთეზისების შედგენის წესი
დამატებითი ინფორმაცია:
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდება საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზეwww.archives.gov.ge.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება, ტელ.:2 372803;
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1.
კონფერენციის პროგრამა
მონაწილეთა თემების თეზისების სანახავად დააჭირეთ თემის სათაურს