რესტავრაციის ლაბორატორია - საქართველოს ეროვნული არქივი

რესტავრაციის ლაბორატორია

საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია 1942-1943 წლებში დაარსდა.

ლაბორატორიაში მიმდინარეობს საარქივო საქმეების, უძველესი ხელნაწერი დოკუმენტებისა და უნიკალური წიგნების (როგორც ქაღალდსაფუძვლიანი, ისე ეტრატზე შესრულებული), უნიკალური ფოტოებისა და ფოტოალბომების, ასევე, სინათლისადმი მგრძნობიარე მასალაზე შესრულებული დოკუმენტების (აფიშები, ნახაზები, პრესა) რესტავრაცია-კონსერვაცია.

დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია ახორციელებს დოკუმენტების დეზინფექციას; მშრალი და სველი წესით დამუშავებას; შეკეთებას და რესტავრაციას უახლესი მეთოდებით, თანამედროვე მასალის გამოყენებით. ყველა ის ტექნიკური საშუალება, რაც დოკუმენტების რესტავრაციისას გამოიყენება, აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტებით, იცავს დოკუმენტს და ზრდის მისი შენახვის ხანგრძლივობას.

2012 წლის იანვრიდან დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია ორგანიზაციებსა და კერძო პირებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას:

  1. საარქივო საცავებისა და დოკუმენტების დეზინფექცია;
  2. დოკუმენტების შეკეთება;
  3. ძველი საბუთების (პერგამენტის) აღდგენა, რესტავრაცია-კონსერვაცია;
  4. ფოტოალბომების რესტავრაცია და ყდაში ჩასმა;
  5. ძველი წიგნების რესტავრაცია და ყდაში ჩასმა;
  6. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.