ხორვატიის დელეგაცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში - საქართველოს ეროვნული არქივი

ხორვატიის დელეგაცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

საქართველოს ეროვნულ არქივს ესტუმრა ხორვატიის დელეგაცია, რომელსაც ხორვატიის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ტურკალი ხელმძღვანელობდა.

დელეგაციის წევრებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები“ დაათვალიერეს. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ქართული დამწერლობის მიმართ და ქართული ანბანის სამ სახეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ამასთან, სტუმრები გაეცნენ საგამოფენო პავილიონის კონცეფციას, დაათვალიერეს მედიათეკა და ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია.