„წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ „ერთის გულშემატკივრის ქართველის“ ქველმოქმედება - საქართველოს ეროვნული არქივი

„წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ „ერთის გულშემატკივრის ქართველის“ ქველმოქმედება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მიმდინარე კვირის დოკუმენტად შეარჩია სტეფანე ზუბალაშვილის, ქართველი მრეწველისა და მეცენატის წერილი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობისადმი საზოგადოების დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 000 მანეთით დახმარების შესახებ.

1904 წლის 5 აპრილით დათარიღებული წერილი, რომელიც სტეფანე ზუბალაშვილმა ბაქოდან „ფულის ბილეთთან“ ერთად გამოაგზავნა, ეროვნულ არქივში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდში ინახება.

„ჩვენის საზოგადოების 25 წლის ფრიად თვალსაჩინო და განუწყვეტლის შრომის აღსაბეჭდად მე განვიზრახე შეძლებისდაგვარად დავეხმარო საზოგადოებას. ამასთანვე გიგზავნით 10.000 მან. და გთხოვთ მიიღოთ ეს მწვლილი ჩემგან, როგორც ერთის გულშემატკივრის ქართველისაგან. ღრმა პატივისცემით დავშთები. სტეფანე ზუბალაშვილი. ბაქო“.

1904 წლისათვის 1 მანეთი დაახლოებით 30-40 ლარს უდრიდა.