ვერიკო ანჯაფარიძის ატესტატი - კვირის დოკუმენტი - საქართველოს ეროვნული არქივი

ვერიკო ანჯაფარიძის ატესტატი - კვირის დოკუმენტი

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ვერიკო ანჯაფარიძის ატესტატი:

„საღვთო რჯული - 5; რუსული ენა და საეკლესიო-სლავური მეტყველება - 3; მათემატიკა - 4; რუსული და მსოფლიო გეოგრაფია - 4; ბუნებრივი ისტორია - 4; რუსული და მსოფლიო ისტორია - 4; ფიზიკა - 5; მათემატიკური გეოგრაფია - 5; ხელწერა - 5. არასავალდებულო საგნებიდან შეისწავლა ფრანგული. ქართული - 5.“

1914 წლის 5 ივნისს ატესტატი გადაეცა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლეს, 15 წლის ვერა ივლიანეს ასულ ანჯაფარიძეს.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.