ვერცხლის ჭედური ლუსკუმა, XVII-XVIII საუკუნეები - კვირის დოკუმენტი - საქართველოს ეროვნული არქივი

ვერცხლის ჭედური ლუსკუმა, XVII-XVIII საუკუნეები - კვირის დოკუმენტი

მიმდინარე კვირის დოკუმენტია ფოტო, რომელზეც წარმოდგენილია სახარების შესანახი ვერცხლის ჭედური ყუთის (ლუსკუმა) ქვედა ნაწილი. მასზე დართული ასომთავრული წარწერის მიხედვით, სახარება თავისი სულის საოხად შეამკო და მოაჭედვინა ვინმე რ-ზ გოშოძემ.

ლუსკუმის შემდგომი ბედი და ამჟამინდელი ადგილმდებარეობა უცნობია.

მისი სურათი კი ინახება დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში.

"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.