საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 13 მაისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის დაწესებულების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის ტრენინგის მეორე ეტაპი დაიწყება. ერთკვირიანი სწავლების მიზანია მონაწილეთათვის საარქივო საქმისა და საქმისწარმოების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.სწავლების პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა 18-22 მარტს, მესამე ეტაპი კი 16 – 20 სექტემბერს იგეგმება. თითოეულ ეტაპში მონაწილეობას იღებს საჯარო სკოლებისა და რესურს ცენტრების 25 წარმომადგენლი.ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.