ტრენინგი განათლების სფეროს არქივების თანამშრომელთათვის - საქართველოს ეროვნული არქივი

ტრენინგი განათლების სფეროს არქივების თანამშრომელთათვის

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის დაწესებულების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთა ერთკვირიანი ტრენინგი დაიწყო.

ღონისძიების მიზანია 2012 წელს ეროვნული არქივის მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ჩატარებული საარქივო საქმისა და საქმისწარმოების მიმდინარეობის შემოწმების შედეგების გაცნობა და ტრენინგის მონაწილეთათვის საარქივო საქმისა და საქმისწარმოების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.

ტრენინგი სამ ეტაპად ჩატარდება (18-22 მარტი, 13 - 17 მაისი, 16 – 20 სექტემბერი), თითოეულ ეტაპში მონაწილეობას მიიღებს საჯარო სკოლებისა და რესურს-ცენტრების 25 წარმომადგენლი.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.