თამაზ კვაჭანტირაძემ ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში საკუთარი შემოქმედება ჩაწერა - საქართველოს ეროვნული არქივი

თამაზ კვაჭანტირაძემ ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში საკუთარი შემოქმედება ჩაწერა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში ლიტერატორმა თამაზ კვაჭანტირაძემ სხვადასხვა თემაზე დაწერილი თავისი წერილები და ესეები ჩაწერა. ფონოარქივში იქნება დაცული ავტორის მიერ წაკითხული ავტობიოგრაფია, წერილი საკუთარ პედაგოგს - სვიმონ სხირტლაძეს; საუბრები ქართველი მწერლების (შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, გოგლა ლეონიძე) შესახებ, ასევე პუბლიცისტური წერილები თავისუფლებაზე, დიდგორზე, აფხაზეთზე, დედაენასა და სხვ.

ეროვნული არქივის პროექტის ფარგლებში ლიტერატორები, მეცნიერები, თანამედროვე ავტორები საკუთარ შემოქმედებას წაიკითხავენ და მათ ფონოჩანაწერებს,ათწლეულების წინათ შექმნილ ქართველი კლასიკოსი მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეების აუდიოჩანაწერებთან ერთად არქივში შეინახავენ. მომავალში ნებისმიერი პირი შეძლებს არქივის მიერ შექმნილ ფონდში მოიძიოს და მოისმინოს მისთვის საინტერესო ავტორის ხმა.

ფონოარქივის სიმდიდრეს წარმოადგენს აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, პაოლო იაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის, ირაკლი აბაშიძისა და სხვათა ფონოჩანაწერები, რომლებშიც ისინი საკუთარ ნაწარმოებებს კითხულობენ.

ეროვნული არქივი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ ავტორს, დაუტოვოს საკუთარი ხმა მომავალ თაობებს.