საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებასა და დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში სტაჟიორების შესარჩევი კონკურსი დამატებით გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: სახელმწიფო ენის, ეროვნული არქივის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.კანდიდატებმა საკონკურსო კომისიაში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: პირადი განცხადება; განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან; პირადობის მოწმობის ასლი; ავტობიოგრაფია; ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4).საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებაში სტაჟირების მსურველთათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნაა შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: HTML; PHP; MYSQL; JavaScript, CSS.რაც შეეხება დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში სტაჟირების კანდიდატს, სასურველია, კონკურსის მონაწილე იყოს სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - ზოგადი უნარების შემოწმება და გასაუბრება. სტაჟირების პროგრამა 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება და მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი.საბუთები მიიღება 2010 წლის 15 ოქტომბრამდე, მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 1, საქართველოს ეროვნული არქივი, პირველი სართული, მოქალაქეთა მისაღები.დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთვაკანსიების გვერდზე.