საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში სრულდება ძველ საბუთთა განყოფილების სპარსული კოლექციის 60-ზე მეტი საბუთის რესტავრაცია.ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების კოლექცია 1237 დოკუმენტისგან შედგება, რომლებიც XVI-XIX საუკუნეებს მოიცავს. მათ შორის არის შაჰის ფირმანებს (ბრძანებებს), ოქმები, ნასყიდობის წიგნები, წერილები, სავაჭრო გარიგებათა ხელწერილები, არზები შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციებით.სპარსული საბუთების მასალად გამოყენებულია აღმოსავლური წარმოშობის ქაღალდი, აგრეთვე ნარინჯისფერი და ყვითელი ქაღალდი, ოქროს ვარაყით. დოკუმენტების უმრავლესობა მოხატულია ლურჯი, წითელი და მწვანე ფერის ორნამენტებით.რესტავრატორებმა თითოეული დოკუმენტის დაზიანების ხარისხი შეისწავლეს და რესტავრაციის პროცესი ამის მიხედვითYწარიმართა. დეზინფექციისა და მშრალი და სველი წესით გაწმენდა-დამუშავების შემდეგ დოკუმენტების ნაკლული ადგილები აღდგა, გამაგრდა მოხატულობა და ნაწერი.რესტავრაციის შედეგად ერთ-ერთი საბუთის ზურგზე აღმოჩნდა დაკრული სხვა სპარსულენოვანი საბუთი, რომელიც საჭიროებს შესწავლას. ასევე რამდენიმე საბუთის ზურგზე რესტავრაციის შედეგად გამოჩნდა მურის ბეჭდები დიდი რაოდენობით, რომლებიც ეკუთვნის დოკუმენტში მოხსენიებულ პირებს.
რესტავრირებული საბუთების ნაწილი:1.1641 წელი, 10 ივლისი - 7 აგვისტო.შაჰ-სეფი I-ის ბრძანებულება.დედანი. ზომა 35,5X24,5სმ.შაჰ-სეფი I-მა განსვენებული Mმოჰამედ ბეჯან წახურელის თანამდებობა ზია ალი ფულად-ბეგს უბოძა.დაწერილია ნასთალიკით. ტექსტის თავზე დასმულია შაჰის მცირე ზომის ოთხკუთხა ბეჭედი წარწერით: „არის ერთსულოვნებით მონა მეუფისა სეფი.”2.1627 წ. 18 იანვარი. შაჰ აბას I-ის ფირმანი გივი გურამიშვილისადმი, ზაალ ბეგისთვის მამის მკვიდრი ადგილების ბოძების შესახებ. დედანი. ზომა 43,2X20,2. დაწერილია ნასთალიკით. შესავალი დაწერილია ოქროს ვარაყით. ტექსტის თავზე დასმულია შაჰის მრგვალი ბეჭედი წარწერით - ,,სიწმინდის ხელმწიფის მონა აბასი" 3. 1703 წელი, 14 აგვისტო - 11 სექტემბერი.შაჰ-სულთან ჰუსეინის Fფირმანი. დედანი, ზომა 51,5X23,3სმ.შაჰ-სულთან ჰუსეინმა აბულ-ბეგ კახელის ვაჟს, პაატა-ბეგს ყოველწლიურ ჯამაგირად თორმეტი თავრიზული თუმანი დაუნიშნა.ტექსტის თავზე დასმულია შაჰის დიდი მრგვალი ბეჭედი წარწერით: „სიწმინდის მეფის მონა ჰუსეინი”. 4. 1824 წელი.აბას მირზას (ფათალი-შაჰის მეორე ვაჟი) ფირმანი.დედანი, ზომა 53,3X34,3სმ.აბას მირზამ დავუდ ხანი გოგჩის ოლქის მმართველად დანიშნა და სარგოდ სოფლები უბოძა.ტექსტის მარჯვენა, ზედა მხარეს დასმულია აბას მირზას ოთხკუთხა ბეჭედი, რომელიც ჩასმულია შავ და ოქროსფერ ჩარჩოში, ფერადი ყვავილოვანი ორნამენტით.5. 1797 წელი.აღამაჰმადხანის ფირმანი.დედანი. ზომა 56X31სმ.აღამაჰმადხანმა შიმოვან ბეგს გარდაცვლილი მამის თანამდებობა უბოძა (აზადჯერანის სომხების მმართველობა).ტექსტს ბოლოში ახლავს ექვსი მურის ბეჭედი.6. 1804 წელი.ფათალი-შაჰის ფირმანი.დედანი. ზომა 43X33,3სმ.ფათალი-შაჰმა ერევნის წარჩინებულებს უბრძანა ერევნის სახანოში რუსის ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევა.დაწერილია ნასთალიკით. ტექსტის თავზე დასმულია შაჰის ორი ოთხკუთხა გუმბათიანი ბეჭედი.7. 1808 წელი.ფათალი-შაჰის ფირმანი.დედანი. ზომა 83,5X50სმ.ფათალი-შაჰმა მირზადე დავუდ ისავი დააჯილდოვა, საფრანგეთსა და ირანს შორის ურთიერთობის განვითარების საქმეში დიდი დამსახურების გამო.ტექსტს თავზე დართული აქვს შაჰის ოთხკუთხა გუმბათიანი ბეჭედი, ჩასმული დიდ ოქროსფერ სფეროში.8. 1832 წელი.ფათალი შაჰის ფირმანი.დედანი. ზომა 44X33,7სმ.ფათალი-შაჰმა შიმოვან ბეგის ოთხივე შვილს აზადჯერანის სომხების ქალანთარობა* უწყალობა.ტექსტის თავში თოღრას ქვეშ დასმულია შაჰის ოთხკუთხა, გუმბათიანი ბეჭედი ოქროსფერ ჩარჩოში.............................................................................* ქალანთარი - ქალაქის უფროსი, ქალაქის მოურავი.9. 1825 წელი.აბას მირზას ფირმანი.დედანი. ზომა 43,2X32სმ.აბას მირზამ აზადჯერანის მმართველ იაჰია ბეგს ჯამაგირი 15 თუმნით გაუზარდა.ტექსტს დართული აქვს აბას მირზას ოთკუთხა ბეჭედი, ჩასმული ოქროს ვარაყით მოხატულ მედალიონში.10. 1810 წელი.აბას მირზას ოქმი.დედანი. ზომა 42,4X31,5სმ.აბას მირზამ მირზა მოჰამედ თაყის ნახჭევანის მუსტოფობა* და ჯამაგირად 50 თავრიზული თუმანი უბოძა.დაწერილია ნასთალიკით. ტექსტს ახლავს აბას მირზას ოთკუთხა ბეჭედი, ჩასმული ღია ყავისფერ ჩარჩოში........................................... *მუსტოფი - საფინანსო მაღალი თანამდებობის მოხელე, მოანგარიშე.11. 1670 წელი.შაჰ-სულეიმან I-ის ფირმანი.დედანი. ზომა 82X24,6სმ.შაჰ-სულეიმან I უბრძანებს ჩოხარ-საადის ბეგლარბეგს, ბაჰარლუს საზოგადოების მიწების ხელშეუხებლობას.დაწერილია ნასთალიკით. ტექსტს თავზე დასმული აქვს შაჰის ბეჭედი წარწერით: ,,სარწუნოების მეფის მონაა სულეიმანი. 1078", გარშემო აშიაზე მოხსენიებულია შიიტების 12 იმამი.12. 1721 წელი, დეკემბერი.შაჰ-სულთან ჰუსეინის ფირმანი.დედანი, ზომა 27X17სმ.შაჰ-სულთან ჰუსეინმა უცმი სულთანს შაქის მმართველობა და ჯილდოდ ხალათი უბოძა.დაწერილია ნასთალიკით. ტექსტის თავზე დასმულია შაჰის ოთხკუთხა გუმბათიანი ბეჭედი წარწერით: ,,სახელითა ღვთისა, მოწყალისა, შემწყნარებელისა, მართლმორწმუნეთა მბრძანებელის უკნინესი ქოფაკი სულთან ჰუსეინი. 1125".13. 1824 წელი.აბას მირზას ოქმი.დედანი, ზომა 55,3X37,3სმ.აბას მირზამ შიმოვან-ბეგს აზადჯერანის სომხების ქალანთარობა განუახლა.დაწერილია ნასთალიკით, ტექსტს მარჯვენა ზედა მხარეს დასმული აქვს აბას მირზას დიდი ოთხკუთხა ბეჭედი, ჩასმული ოქროსფერ ვარაყში.14. 1797-1834 წ.წ.ფათალი-შაჰის ფირმანი.დედანი, ფრაგმენტი, ზომა 40X37,2სმ.ფათალიშაჰის ფირმანი მელიქ ნაზარისადმი...ტექსტის თავზე თოღრას ქვეშ დასმულია შაჰის ოთხკუთხა გუმბათიანი ბეჭედი, ჩასმული მდიდრულ ოქროსფერ ვარაყში.15. 1698 წელი, 10 ივნისი.შაჰ-სულთან ჰუსეინის ფირმანი.დედანი, ზომა 43X28,5სმ.შაჰ-სულთან ჰუსეინმა გოშფარ-ბეგ ჯავახიშვილი სამსახურში მიიღო და ჯამაგირად 10 თავრიზული თუმანი დაუნიშნა.დაწერილია შექასთეს ხელით, წერტილების გარეშე. ტექსტის თავზე დასმულია შაჰის ოთხკუთხა ბეჭედი, ჩასმული ფერად ფოთლოვან ორნამენტში.