სიმონ ამირეჯიბის 1921 წლის ანგარიში - კვირის დოკუმენტი - საქართველოს ეროვნული არქივი

სიმონ ამირეჯიბის 1921 წლის ანგარიში - კვირის დოკუმენტი

ეროვნული არქივი კვირის დოკუმენტის ფარგლებში აქვეყნებს საქართველოში ბაქტერიოლოგიისა და ჰიგიენის ფუძემდებელის, პროფესორ სიმონ ამირეჯიბის 1921 წლის ანგარიშს ბაქტერიოლოგიის კათედრის მუშაობასთან დაკავშირებით.

1922 წლის 20 იანვარი.

სიმონ ამირეჯიბი – ქართველი მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტისა (1919) და თბილისის სანიტარული ჰიგიენის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი დირექტორი 1926–1933 წლებში. სამკურნალო ფაკულტეტზე მან დააარსა ბაქტერიოლოგიისა (1919) და ზოგადი ჰიგიენის (1920), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტზე კი – მიკრობიოლოგიის კათედრები (1919). 1919 წელს მისი ხელმძღვანელობით საქართველოში ვაქცინებისა და შრატების წარმოება დაიწყო.სიმონ ამირეჯიბი 1877 წლის 19 აგვისტოს დაიბადა.