შვედეთის სამეფოს ელჩი ეროვნულ არქივს სტუმრობდა - საქართველოს ეროვნული არქივი

შვედეთის სამეფოს ელჩი ეროვნულ არქივს სტუმრობდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქვიქი ეწვია.

ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან, თეონა იაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს ურთიერთობების ამსახველი ერთობლივი გამოფენის მოწყობასა და ორი ქვეყნის არქივებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ელჩმა დაათვალიერა ეროვნულ არქივში დაცული, საქართველო-შვედეთის ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები. მათ შორისაა მასალები 1918-21 წლებში ორ ქვეყანაში შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ასევე, დოკუმენტები საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში შვედურ კომპანიების საქმიანობის თაობაზე.