საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის განყოფილებების ხელმძღვანელებისა და ადგილობრივი არქივების დირექტორების მონაწილეობით ანაკლიაში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ღონისძიებას ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ხელმძღვანელობს. შეხვედრა შეეხება ეროვნულ არქივში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს.განსახილველი საკითხებია: ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები; ეროვნული არქივის ახალი შინაგანაწესი; დაწესებულებათა დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავება; ვებმომსახურების სისტემის დანერგვა; ადგილობრივი არქივების ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაცია და რეგიონალიზაცია.ღონისძიება 29 ოქტომბერს დასრულდება.