სემინარი უწყებრივი არქივების თანამშრომელთათვის - საქართველოს ეროვნული არქივი

სემინარი უწყებრივი არქივების თანამშრომელთათვის

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის ერთკვირიან სემინარს ატარებს.

ღონისძიების მონაწილეები ეცნობენ არქივების მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს, მათ შორისაა: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; არქივების დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; არქივის დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი.

სემინარში, გარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემისა, მონაწილეობას იღებენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის არქივისა და საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელები.

სემინარი 30 მაისს დასრულდება და მასში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს პერმანენტულად ატარებს.