საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს სხვადასხვა სამინისტროს არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის სემინარი დაიწყო. ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
სპეციალურ სწავლებაში მონაწილეობს: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს 25 თანამშრომელი.სემინარის მონაწილეები გაეცნობენ არქივების მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს; დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესებს, მათ შორისაა: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; არქივების დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; არქივის დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი.სწავლების მონაწილეებს პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩაუტარდებათ. სემინარი 22 ოქტომბერს დასრულდება.აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს პერმანენტულად ატარებს.