სემინარი არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის - საქართველოს ეროვნული არქივი

სემინარი არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი დაწესებულებების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის ერთკვირიან სემინარს ატარებს.

ღონისძიების მიზანია, მონაწილეები გაეცნონ საარქივო საქმისა და საქმისწარმოების ძირითად საკითხებს, ამ მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებსა და მოქმედ საკანონმდებლო ბაზას.

სემინარის ბოლოს მონაწილეები დაათვალიერებენ ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის საცავს და დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიას.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს პერმანენტულად ატარებს.