საქართველოს ეროვნულ არქივს საარქივო მასალა გადაეცა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და საგანგებო დავალებათა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ 2015 წლის 23 ოქტომბერსსაქართველოს ეროვნულ არქივს ოფიციალურად გადასცეს 1918-1921 წლებში გერმანიასა და შვედეთის სამეფოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობების ფუნქციონირების შესახებ არსებული საარქივო დოკუმენტაცია.ამ უნიკალური საარქივო მასალის ნაწილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გამოითხოვა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაცული არქივებიდან.საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან, თეონა იაშვილთან, გამართული შეხვედრის დროს გიგი გიგიაძემ განცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ არქივთან და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების დახმარებით მაქსიმალურად შეეცდება 1918-1921 წლებში საზღვარგარეთ არსებული პირველი ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ქართველი დიპლომატების შესახებ საარქივო მასალების მოძიებას, მათი საქართველოში დაბრუნებისა და ეროვნული არქივის შევსების მიზნით.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს საზღვარგარეთ პირველი ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებ საარქივო ინფორმაციის შეგროვების პროცესში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის.