სამინისტროების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ - საქართველოს ეროვნული არქივი

სამინისტროების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სხვადასხვა სამინისტროს არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთა სემინარი დასრულდა და მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.სპეციალურ სწავლებაში მონაწილეობდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს 25 თანამშრომელი.ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ არქივების მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს; დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესებს, მათ შორისაა: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; არქივების დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; არქივის დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი.აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს პერმანენტულად ატარებს.