სამცხე-ჯავახეთის რეგიონის არქივები ეროვნული არქივის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო
დღეიდან ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ნინოწმინდის ადგილობრივ არქივებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ელექტრონული მომსახურების პროგრამა ამოქმედდა. შესაბამისად, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ, ელექტრონულ პროგრამაში ჩართული არქივების მომსახურება ადგილზე ჩაუსვლელად მიიღონ.
პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგიტა ჭეჟიამ ახალციხის ადგილობრივ არქივში დღეს გამართა.მისი ინფორმაციით, `დისტანციურ მომსახურებასთან ერთად, რაც დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, სისტემაში ჩართული არქივებიდან საჭირო დოკუმენტი მასთან ახლოს მდებარე არქივში მიიღოს, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებითაც. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს.სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გარდა, ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის საქალაქო არქივი, იმერეთის, გურიისა და შიდა ქართლის რეგიონების არქივები, მცხეთის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ხობის, გურჯაანის, თელავის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნის, რუსთავის, დუშეთისა და თიანეთის ადგილობრივი არქივები, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. სპეციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს.ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს.