საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს - საქართველოს ეროვნული არქივი

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო კურსი 20-24 მაისს ჩატარდება.

კურსი განკუთვნილია საქმისწარმოებისა და საარქივო სფეროებში დასაქმებულთათვის; დამწყები სპეციალისტებისა და მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ დეტალურად შეისწავლონ დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი. სწავლების მიზანია საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება, საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/stsavleba