საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი ეროვნულ არქივში - საქართველოს ეროვნული არქივი

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე.

მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს, ღონისძიება კი 9-13 მარტს გაიმართება.

სასწავლო კურსზე მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება გაეცნოს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სასწავლო კურსზე რეგიტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/erovnuli-arkivi-atskhadebs-mighebas-sakmistsarmoebisa-da-saarkivo-sakmis-sastsavlo-kursze