საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალი დღეს გაიმართა - საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალი დღეს გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - ფინალი დღეს გაიმართა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 43 სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი zoom-ის პლატფორმაზე, ონლაინრეჟიმში შედგა. კონკურსანტებმა დაწერეს ესე თემაზე - "რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ცოდნა?" და საკონკურსო კომისიას ელექტრონულად გაუგზავნეს. 10 საუკეთესო ნაშრომი 3 ივნისს გამოვლინდება.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის ფორმატით ტარდებოდა. ამ დრომდე მასში 800-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო პანდემიის გამო, წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით - ესეების კონკურსის სახით - ტარდება.