საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფინალი 24 მაისის, 16:00 საათზე გაიმართება.ღონისძიების ბმული:https://zoom.us/j/99978397003?pwd=eHJaN2o3YmFFemJEWWxwYm9zenBtdz09 პროექტის დასკვნით ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 43 სკოლის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი zoom-ის პლატფორმაზე, ონლაინრეჟიმში გაიმართება. კონკურსანტებმა ესე კონკრეტულ თემაზე უნდა დაწერონ და საკონკურსო კომისიას ელექტრონულად გაუგზავნო. 10 საუკეთესო ნაშრომი 3 ივნისს გამოცხადდება.საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის ფორმატით ტარდებოდა. ამ დრომდე მასში 800-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო პანდემიის გამო, წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით - ესეების კონკურსის სახით - ტარდება.