საქართველოს ეროვნული არქივის IX საერთაშორისო კონფერენცია 10-12 ოქტომბერს გაიმართება - საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს ეროვნული არქივის IX საერთაშორისო კონფერენცია 10-12 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ მონაწილეობის მსურველთა თეზისების მიღება დაიწყო. ღონისძიება 2024 წლის 10-12 ოქტომბერს გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს. მათ რეგისტრაცია 26 ივლისის ჩათვლით უნდა გაიარონ.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია; ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; კულტუროლოგია; ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის გვერდზე: https://archive.gov.ge/ge/ix-saertashoriso-konferentsia-1