საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს რეჟისორ რეზო ესაძის შვილმა მინდია ესაძემ მამის პირადი არქივი გადასცა.
რეზო ესაძის ოჯახის გადაწყვეტილებით, ცნობილი კინოხელოვანის ფილმების - „ნეილონის ნაძვის ხე“, „ერთი ნახვით შეყვარება“ და „ჭერი“ - კინოფირები, ფილმების გადასაღები მოედნის ფოტოები და ექსპერიმენტული სტუდია „დებიუტის“ საარქივო დოკუმენტები ამიერიდან ეროვნულ არქივში იქნება დაცული.
დოკუმენტების საარქივო წესით დამუშავების შემდეგ მასალა მკვლევართა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი.